27-28 აპრილი ძლიერი ქარების შედეგად დაზარალებულ 9 ოჯახს საცხოვრებელი სახლის აღსადგენად სამშენებლო მასალები გადაეცათ. გამოიყო თანხა საბავშვო ბაღებისა და ადმინისტრაციული შენობის აღსადგენად საჭირო მასალის შესაძენადაც, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მასალებისათვის სულ დაიხარჯა 19 778 ლარი. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები ადგილზე მიტანით მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა და გამგეობის თანამშრომლებმა გადასცეს.
Visited 180 times, 1 visit(s) today