სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს. საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება ჯინჭარაძის ქ #65-ის მიმდებარედ, სადაც ამ ეტაპზე საძირკველი ისხმება. მოეწყობა 19,5 მ სიგრძისა და 5 მ სიმაღლის კედელი. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს მაგნოლიის ქ. #6-ის მიმდებარედ, სადაც მოეწყობა 34,7 მ სიგრძისა და 4 მ სიმაღლის საყრდენი კედელი. აღდგენითი სამუშაოები ერთდროულად 5 მისამართზე ხორციელდება. ფაღავას ქ#47-ისა და თამარ მეფის გამზ. #60-ის მიმდებარედ ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, ხოლო თბილისის ქ. #60-ის მიმდებარედ კი ფერდსამაგრი კედელი იგება. აღნიშნული სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და, ხელშეკრულების შესაბამისად, 20 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს. თუმცა, სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, 15 დღის განმავლობაში დასრულდება. ხუთივე მისამართზე აღდგენითი სამუშაოების განსახორცილელებლად 117 ათასი ლარია გამოყოფილი.

Visited 121 times, 1 visit(s) today