სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შესაბამისი თანხა გამოყო

08/06/2016

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის რაიონში სოფელი კოლოტაური მოინახულეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში, სტიქიის შედეგად, რაიონის სხვა სოფლების მსგავსად, დაზარალდა.
ზარალის შეფასების შემდგომ, სამინისტრომ ქედაში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შესაბამისი თანხა გამოყო.
დაპირების თანახმად, სახელმწიფო დაეხმარა სოფელ კოლოტაურში მცხოვრებ სალაძეების ოჯახს, რომელიც სტიქიის შედეგად, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, უსახლკაროდ დარჩა. ამ დროისთვის სალაძეების სახლის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0