სტუდენტთა კარიერული ცენტრის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი ჩატარდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის I კორპუსში, სტუდენტთა კარიერული ცენტრის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი ჩატარდა.
ფორუმში როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის 50-მდე წარმომადგენელმა, მათ შორის საქართველოს რეგიონული გნავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სამომავლო ვაკანსიების შესაძლებლობები გააცნეს, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისით რჩევები და რეკომენდაციები მისცეს.
ფორუმის მიზანს თსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა, რომელიც მათ არა მხოლოდ დასაქმების რეალურ შანსს აძლევს, არამედ ხელს უწყობს უმაღლესი განათლების სფეროს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებას.

Visited 197 times, 1 visit(s) today