„სულიკო 2017“ -ი უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა

15/10/2017

„სულიკო 2017“ – ი უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა. ვარინკა წერეთლის მშობლიურ მხარეში, ცხრაწყაროს ღია თეატრონზე დღეს ისევ უხმობდნენ სულიკოს. ლირიული სიმღერების ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. „ვარინკობა 2017“ – ის გამარჯვებული და ფესტივალის გრან –პრის მფლობელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის ინდივიდუალური შემსრულებელი, თიკო ჯანიაშვილი გახდა. გამარჯვებულს სპეციალური პრიზი და მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 900 ლარი, გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა გადასცა. პირველი ადგილი და ფულადი პრიზი 800 ლარი, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ანსამბლმა „ბერმუხამ“ აიღო. მეორე ადგილი ბაღდადის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ვოკალურ ტრიოს „იმერეთს“ ერგო. მათ ასევე ფულადი პრიზი, 700 ლარი მიიღეს. ჟიურის გადაწყვეტილებით მესამე ადგილი და ფულადი პრიზი 600 ლარი, თერჯოლის ქალთა ანსამბლს „იამე“ – ს ხვდა წილად. ფესტივალის დასრულების შემდეგ, ყველამ ერთად შეასრულა უკვდავი მელოდია სულიკო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0