სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

04/10/2017

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მისი გამგებლობის პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. 2013-2017 წლებში მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და ჯანდაცვის ეფექტური პროგრამების დანერგვა იყო. „ჩემი წინასაარჩევნო დაპირება წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, შიდასასოფლო გზებზე ინფრასტრუქტურის მოწყობა, ქალაქის უბნებისა და სანაპიროს კეთილმოწყობა, სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა იყო. მიახარია, რომ ჩემ გუნდთან ერთად შევძელი დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა და ყველა დაპირება შემესრულებინა. ჩემი გამგებლობის პერიოდში წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 30 მილიონამდე ლარი დავხარჯეთ, კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი, ქუჩებისა და უბნების მოსაწესრიგებლად 20 მილიონი ლარი, სკოლამდელი განათლების ხელშესაწყობად 8 მილიონი ლარი. ვცდილობდით სტიქიით დაზარაბულებზს მაქსიმალურად დავხმარებოდით. ბოლო სამი წლის განმავლობაში ახალი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი იქნა 151 ოჯახი, დროებითი თავშესაფრით 118 ოჯახი, ხოლო კომპენსაცია გაეწია 873 ოჯახს. ვფიქრობ ჩემი გამგებლობის პერიოდში მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დაიწყო სანაპიროს კეთილმოწყობა. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიმდინარეობს ახალი ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობა. სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება“ – აღნიშნა სულხან ევგენიძემ. 2013-2017 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 70 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ჯანდაცვის პროგრამების განსახორციელებლად 4 მილიონ ლარზე მეტი, სასოფლო გზებზე დაიგო 120 კმ ასფალტის საფარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0