სულხან ევგენიძემ სოფელ ქაქუთში ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა დაათვალიერა

16/09/2017

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სოფელ ქაქუთში ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა დაათვალიერა და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სამუშაოები 2016 წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში განცხორციელებული სტიქიების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ფერდსამაგრი კედლები 32 ლოკაციაზე მოეწყობა.
დამცავი ნაგებობების მშენებლობისთვის აჭარის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტბში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 239 235 ლარი გამოიყო. სამუშაოების დასრულება ნოემბრის თვეში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0