სულხან ევგენიძემ ჩაქვში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ჩაქვში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტი სახურავის თუნუქისა და ხის კონსტრუქციების შეცვლას, ასევე წყალსარინი ღარებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურება. პროექტის განსახორციელებლად 393 392 ლარი დაიხარჯება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვის მიზნობრივი პროგრამა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 200-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურა.

Visited 173 times, 1 visit(s) today