სულხან ევგენიძე ჩეხურ კომაპანია „ეკოსისტემა GMCS”-ისა და შპს „კონსალტინგის“ წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ჩეხურ კომაპანია „ეკოსისტემა GMCS”-ისა და შპს „კონსალტინგის“ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც წყალანირების პროექტის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას „ქობულეთის წყლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურულ პროექტათან დაკავშირებული საკითხები. „წყალარინების პროექტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების განხორციელებისთვის 5 867 299 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში აშენდა გამწმენდი ავზი და საოპერატორო შენობა, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთში ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო ზოლის წყლის ხარისხს და ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

Visited 254 times, 1 visit(s) today