სურსათის ეროვნულ სააგენტოში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

18/04/2017

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა ასოციაციის წევრებს დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის-აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მაისი-ივნისის პერიოდშია ნავარაუდევი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება პერიტროიდის ჯგუფის პრეპარატი (მოქმედი საწყისი-ბიფენტრინი), რომელიც რეგისტრირებული და აპრობირებულია საქართველოში და რეკომენდებულია უცხოელი სპეციალისტების მიერ. აგრეთვე აღინიშნა რომ სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს ბიოლოგიურ მეურნეობებთან ბიოლოგიური პრეპარატის გამოცდის და გამოყენების საკითხებზე.
„ფერმერული მეურნეობების ინფორმირებულობის გაზრდა სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია. ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ დარგობრივ ასოციაციებთან, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები წესების სრული დაცვით და ეფექტიანად ჩატარდეს“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0