სუს-ის უფროსი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას.მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

Visited 173 times, 1 visit(s) today