სუს-სა და აშშ-ს ტერორისტების შემოწმების ცენტრს (TSC) შორის მთავრობათაშორის შეთანხმება გაფორმდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ტერორისტების შემოწმების ცენტრის (TSC) დირექტორმა ჩარლზ ქეიბლმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს.
შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ტერორიზმის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოხდენის მიზნით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ერთობლივი ძალისხმევისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამასთან, შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის სფეროში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის პირდაპირი, უსაფრთხო და სწრაფი კომუნიკაციის სისტემის გასავითარებლად. შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცნობისა და გაცვლის სათანადო პროცედურების განსაზღვრას მხარეთა შესაძლებლობების გასაძლიერებლად ტერორისტული აქტებისგან თავდაცვის მიზნით.
შეთანხმების ხელმოწერა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ტერორისტების შემოწმების ცენტრის დელეგაციის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან აშშ-ს ტერორისტების შემოწმების ცენტრის მთავარი მრჩეველი ჩარლზ ჩოი და ტერორისტთა შემოწმების ცენტრის დირექტორის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი კეთლინ ნოისი.

Visited 170 times, 1 visit(s) today