ტალინში ელექტრონული პარტნიორობის კონფერენცია გაიმართა

05/10/2017

ტალინში ესტონეთის რესპუბლიკის ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ელექტრონული პარტნიორობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების და ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხები განიხილეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი. მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაშითანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა, ასევე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად კიბერუსაფრთხოების რისკების გაზრდის საშიშროებებზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს კიბერუსაფრთხოების საკითხს, რომლის უზრუნველსაყოფად ეფექტიანად განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები. მნიშვნელოვანია, რომ ITU-ს 2017 წლის გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსით საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. გიორგი ჩერქეზიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ელექტრონული მთავრობის მომსახურებების განვითარების საკითხებზე, რომლის შედეგადაც სამთავრობო უწყებებმა დანერგეს ელექტრონული სერვისები მოქალაქეთა მომსახურების გამარტივების და კომფორტისთვის. გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია ევროკაშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ბაზრების ჰარმონიზების ხელშეწყობა, მეორე სამუშაო შეხვედრა (“EU4Digital: Trust & Security”) თბილისში მიმდინარე წლის 2-3 ნოემბერს გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0