ტანსაცმლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია გაფართოებას გეგმავს

07/09/2017

კომპანიაში ამჟამად 50-მდე ადამიანიმუშაობს. გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 15-ით გაიზრდება. საწარმოში სინთეტიკური ბოჭკოს შიგთავსის მქონე საბნები და ბალიშები შეიკერება. კომპანია სამომავლოდ საკუთარ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.
შპს „ბენნ“ თბილისში, ორხევში მდებარეობს. იგი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს.
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 296 პროექტი ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:
ინდუსტრიული (192 პროექტი)
სოფლის მეურნეობის (14 პროექტი)
სასტუმროების მხარდაჭერის (32 პროექტი)
ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის (88 პროექტი)

Tweet about this on TwitterShare on Facebook0