ტანძიაში ე.წ. ზემო ტანძიამდე მისასვლელ გზაზე გარე განათების ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს

14/09/2017

2017 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სოფლებში არსებული გარე განათების ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებიც შევიდა.
სოფელ ტანძიის მოსახლეობის მოთხოვნა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა.
ამჟამად სოფელ ტანძიაში ე.წ. ზემო ტანძიამდე მისასვლელ გზაზე გარე განათების ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს , რომელიც ენერგოეფექტური ლედ ნათებებით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, 800 მეტრი გზის მონაკვეთზე 24 ლამპიონი დამონტაჟდება, რაც ადგილობრივებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს.
ბოლო 2 წელიწადში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და ახალი ქსელის მოწყობა განხორციელდა შემდეგ სოფლებში:რაჭისუბანი, დისველი, რატევანი, ნახიდური, ჭრეში, წიფორი, ქვემო ბოლნისი, კიანეთი, ბალიჭი.
აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0