ტარიელ თუთარაშვილი გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის, ერთგულებისა და ერთად დაძლეული პრობლემებისთვის.
„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელს, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად უმკლავდებოდნენ მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. მე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო მარტივი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა 2014 წლის მოწვევის საკრებულოს. რომ არა მათთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი პროექტი განუხორციელებელი იქნებოდა. ასევე მადლობას ვეუბნები ყველა ზესტაფონელს, რომელმაც 2014 წლის არჩევნებით ნდობა გამომიცხადა. მე ძალიან გულწრფელი ვარ, როცა ამ გადასახედიდან ვამბობ, არასოდეს გავქცევივარ ობიექტურ კრიტიკას, პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ზესტაფონელები დროთა განმავლობაში სწორად შეაფასებენ იმ გზას, რომელიც მე ამ პერიოდში მათთან ერთად გავიარე.

Visited 607 times, 1 visit(s) today