ტარიელ თუთარაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეხვედრაზე 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის პარამეტრები განიხილეს. პირველადი მონაცემებით 2017 წლის ბიუჯეტი 12172,0 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ანალოგიურ პარამეტრებთან შედარებით 1,5 მილიონი ლარით მეტია. გამგებელმა საბჭოს წევრებს ასევე მომავალი წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების ნუსხა გააცნო. პრიორიტეტულ სფეროთა შორის მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში საკმაოდ სოლიდური თანხებია გაწერილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების საწარმოებლად.

Visited 476 times, 1 visit(s) today