ტაურაგესა და ზესტაფონის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლიტვის ქალაქ ტაურაგესა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს შორის განხორციელებული ერთობლივი, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან, სასწავლო სემინარის კვირეულში მონაწილეობას კულტურის სამსახურის განათლების სპეციალისტი და სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები იღებდნენ. პროგრამის მიმდინარეობისას, ქალაქ ტაურაგეში სტუმრებმა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ზესტაფონის დელეგაციას, პირადად უმასპინძლა ტაურაგეს მუნიციპალიტეტის მერმა სიგიტას მიჩიულის – მა. ტაურაგეს მერის სახელით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ, საჩუქრები და მილოცვის ბარათი მიიღეს, სადაც ნათქვამია: „გამოვხატავ რა თქვენდამი ღრმა პატივისცემას, გისურვებთ მნიშვნელოვან საქმიანობას, მოთმინებასა და იმედს, ზესტაფონის მცხოვრებლების მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან საკითხში. თანმიმდევრული, გულწრფელი მუშაობა და შეუპოვრობა ლახავს ყველა წინააღმდეგობას და ყოველთვის იძლევა შედეგს“. ლიტვის ქალაქ ტაურაგესა და ზესტაფონს შორის ოფიციალური მემორანდუმი 2011 წელს გაფორმდა,რომელიც კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ პროექტებში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.

Visited 274 times, 1 visit(s) today