ტექნოპარკს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ეწვია

17/03/2017

ტექნოპარკს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა უმასპინძლა. სტუმარმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა და ინოვაციების სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს გაეცნო. ვიზიტის მიზანია, ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, რომელზეც ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობაზე. შეხვედრას ასევე, დაესწრო უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, შანდორ საბო. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი საქართველოს 16-18 მარტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან; პრემიერ-მინისტრთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0