ტექნოპარკში სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების კოორდინატორებმა შეხვედრა გამართეს

08/07/2016

ტექნოპარკში სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების კოორდინატორებმა შეხვედრა გამართეს. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და საზოგადოების აქტივობის გაზრდის მიზნით სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. შეხვედრას საპარტნიორო ფონდის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების კოორდინატორებმა ბიზნესის მხარდაჭერისთვის მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამების შედეგების შესახებ პრეზენტაცია მოაწყეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0