ტიციან ტაბიძის 122 წლის იუბილე აღნიშნეს

02/04/2017

ვანის მუნიციპალიტეტში, ტიციან ტაბიძის 122 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებები გაიმართა. „ტიციანობასთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე,ვიცე გუბრნატორი გიორგი ჭიღვარია,ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე,მოადგილე მინდია ტაბიძე ,პოეტის შთამომავლები,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ. დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ტიციან ტაბიძის ბიუსტი წითელი მიხაკებით შეამკეს. მოგვიანებით კი პოეტის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში, ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანების ორგანიზებით, ტიციან ტაბიძის ლექსებზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა სახელწოდებით – “ერთხელ სიკვდილი რას მიზამს, ერთხელ სიკვდილის არ მჯერა.” დღესვე ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრის სცენაზე , ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული,სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ, გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით, წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი “ბულბულის ნისკარტი.” ღონისძიებას ორგანიზება გაუწია გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0