ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

18/11/2017

დღეს მარნეულში, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დაგეგმილ აქტივობებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მეუღლესთან და შვილებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას, ასევე ოჯახებით ესწრებოდნენ მარნეულის საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე და პარლამენტის დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა და თვითმმართველობის თანამშრომლებმა.
ღონისძიების მონაწილეებმა კულტურის ცენტრის ეზოში, ტოლერანტობის პრინციპების პატივისცემის სიმბოლოდ ფერადი ფრანებიც გაუშვეს, რომლებზეც ტოლერანტული შინაარსის შემცველი სიტყვები დაიტანეს.
დღესვე, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობა ადამიანის უფლებების რეალიზაციისა და მშვიდობის მიღწევისათვის.
ღონისძიების ბოლოს, პრეზენტაციის მონაწილეებმა თემატური პოსტერიც შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით რეგიონში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0