ტომაშეთის მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მალე ტომაშეთის მოსახლეობას სასმელი წყლს პრობლემა მოუგვარდება. სოფლისთვის წყალი ,,დათვი ღელედან“ 2კმ 200მ მანძილიდან 25 ოჯახისთვის გამოჰყავთ.სამუშაოებს შპს ,,გორა+“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32.000 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს ტარიელ ებრალიძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. ბოლო 2-3 წლის განვავლობაში მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი პოექტები განხორციელდა. ექსპლუატაციაში შევიდა ახალდაბა-ხაბელაშვილების წყალსადენი -12 კმ,( 700 00 ლარი), გორხანაულის წყალსადენი- 2 კმ,(94 860 ლარი), ნიგაზეულის წყალსადენი – 6 კმ, ( 105 000 ლარი),შუბანი-ახიაური- იაკობაურის წყალსადენი 7 კმ, (79 999 ლარი),მახალაკიძეების წყალსადენი- 7 კმ,(195 000 ლარი). მიმდინარეობს ფურტიო- ბუთურაული-ნენიის 29 კმ წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის ღირებულებაა – 4 916 999 ლარი. ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი ნიგაზეული-ჩანჩხალოს წყალსადენის მაგისტრალზე, პროექტის ღირებულებაა 3 896 000 ლარი. სულ 2 წლის განმავლობაში შუახევის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებაზე დაიხარჯა 2 612 600 ლარი, ხოლო 2017 წელს 5 675 000 ლარი.

Visited 189 times, 1 visit(s) today