ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ

02/09/2023

შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შოვში სტიქიით დაზარალებულმა პირებთან, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან, ექნებათ კომუნიკაცია და პროგრამით სარგებლობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. პარალელურად, ბენეფიციარებს შეუძლიათ, თავადაც მიმართონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კრიზისული ინტერვენციის ცხელ ხაზს (032 2 911 000), გაეცნონ ინფორმაციას, დაგეგმონ ვიზიტი და მიიღონ მომსახურება. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში, შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0