ტრაპზონში საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა

26/10/2017

ტრაპიზონის სახელგანთქმულ ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრში, საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო კონცერტი და საქართველოს ისტორიული საგანძურის ფოტო გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება გაიხსნა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული ექსპონატების, კერძოდ ძველი ქართული ხელნაწერების და ბეჭდური წიგნების, მათ შორის ოსმალური ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების ამსახველი ფოტო ასლებით. ექსპოზიციამ, რომელიც ქართულ-თურქული ურთიერთობის ისტორიის მნიშვნელოვან დოკუმენტებს შეიცავს, დამთვარიელებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
საღამო მუსიკალურად გაფორმა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საოპერო დასმა, ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმმა“ და ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „ელესი. 400-მდე მოწვეულ სტუმარს ქართველმა ხელოვანებმა მსოფლიო კლასიკისა და ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშები წარუდგინეს. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და დიასპორის წარომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0