ტრენინგი ონკოლოგიურ დაავადებებსა და მკურნალობის მეთოდებზე

02/03/2016

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, სოფლის პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის (ექიმი, ექთანი) „ოჯახის ექიმთა ცოდნის გაუმჯობესებისა და ინკოლოგიის საკითხების შესახებ“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი. პროექტის მიზანია საქართველოში ონკოპრევენციული ღონისძიებების გაძლიერება, პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალთა ჩართულობის და ონკოლოგიური დაავადებების მართვაში, ასევე, დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცოდნის გაუმჯობესების გზით სტიგმის დაძლევა.
ტრენინგს უძღვებოდნენ ონკოპრევენციის ცენტრის ექსპერტები პროფესორი რემა ღვამიჩავა და იოსებ აბესაძე, მათ ისაუბრეს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და ადრეულ დიაგნოსტიკაზე, საქართველოში არსებული სკრინინგის პროგრამებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ონკოლოგიურ დაავადებებსა და მკურნალობის მეთოდებზე.
ტრენინგს ესწრებოდნენ აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები, ექიმები, ექთნები.
პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო, პროექტის განმახორციელებელი არის ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში და ონკოპრევენციის ცენტრი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0