,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ მე-9 საერთაშორისო გამოფენა “EXPO BATUMI 2016”

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

13-15 მაისს, ბათუმში სასტუმრო ,,შერატონში’’ ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ მე-9 საერთაშორისო გამოფენა “EXPO BATUMI 2016” გაიმართება. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოში ერთ – ერთ პირველი მოქმედი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია “GEONET EXPO”. გამოფენა ფართო მასშტაბის მატარებელია ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. “EXPO BATUMI 2016″-ში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.
გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ისრაელი, პოლონეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და ჩინეთი. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
,,EXPO BATUMI 2016”-ის მხარდამჭერია – აჭარის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, საქართველოსა და აჭარის გიდების ასოციაციაციები, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.

Visited 173 times, 1 visit(s) today