ტურიზმის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გურიაში გაიმართა

07/02/2017

“საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებისთვის გურიაში” – პროექტის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. პროექტს ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ახორციელებს და გურიაში ტურისტული პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს: • პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შეჯამება • გურიის ტურიზმის სექტორში არსებული რეალობისა და პოტენციალის კვლევის შედეგები • გურიაში ტურიზმის საკოორდინაციო საბჭოს კონცეფცია • რეკომენდაციები გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის მარკეტინგის/პრომოუშენისთვის შეხვედრას დაესწრნენ გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, ასევე, მედიის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე გრანტების პროგრამის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით. პროექტის განხორცილებისას ორგანიცაზია აქტიურად თანამშრომლობდა გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0