ტურიზმის განვითარების პროექტის მონაწილეებისთვის სემინარი ჩატარდა

02/03/2017

ევროკავშირის საგრანტო პროექტის ფარგლებში „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ – პროგრამაში ჩართული მონაწილეებისთვის სასტუმრო „სემის“ საკონფერენციო დარბაზში სემინარი ჩატარდა. გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის პიარ სამსახურებმა, ტურიზმის განყოფილებების თანამშრომლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პროექტის ბენეფიციარებმა ე.წ. workshop -ზე ის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, რომელიც სასტარტო ეტაპზე უნდა განხორციელდეს. პროფესორ რომინა მიორელთან და პროექტის ექსპერტ ეველინ შპაიხბერთან ერთად საჯარო მოხელეებმა დეტალურად განსაზღვრეს მეთოდოლოგია და დაგეგმეს პროექტით გათვალისწინებული აქტივობა, რომელიც მიზნად გურიის მოსახლეობასთან შეხვედრას, მათი საჭიროებების კვლევას და ,,,CHARRETTE”-ის ღონისძიებებისათვის მომზადებას ისახავს. მონაწილეობითი პროცესი ე.წ. „CHARETTE“ უზრუნველყოფს ადგილობრივი საჭიროებებისა და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებას. პროექტი „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ რეგიონულ და ეროვნულ დონეზე მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერას და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა პროექტის ლოგო და სლოგანი სახელწოდებით – „რა ყოფილა გურია“, ასვევე, PR პროდუქტები და სპეციალური რუკა. რუკაზე დატანილია ყველა ის ადგილი, რომლებიც ტურისტებისთვის შეიძლება იყოს მიმზიდველი. პრაქტიკულ სამუშაოებს ფოკუს ჯგუფები ოთხივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე თვიდან დაიწყებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0