ტურიზმის მაჩვენებელი 43%–ით გაიზარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ივნისის თვეში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი – 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ივნისში 330 000-მდე ტურისტი ეწვია საქართველოს.

„ეს არის იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში და მათი რაოდენობა თითქმის 99 000-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე. ბოლო 6 თვის მონაცემებით, ტურისტთა რაოდენობა არის 29%-ით გაზრდილი, რაც კარგი მაჩვენებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების

შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში იზრდება როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან – ავსტრია +54%, ნიდერლანდები +36%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +28% და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები ლონდონის მიმართულებით, როგორც ქუთაისიდან, ასევე თბილისიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვა გაერთიანებული სამეფოდან. საფრანგეთიდან გვაქვს 23%-იანი ზრდა და ლიტვა +17%. ამასთან, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტურისტების რიცხვი აზიის ქვეყნებიდან. თითოეული დამატებით შემოსული ტურისტი ნიშნავს დამატებით შემოსავალს ჩვენი მოსახლეობის პირად ბიუჯეტში და იმ ადამიანების ბიუჯეტში, რომლებიც სხვადასხვა ფორმით იღებენ სარგებელს ტურიზმიდან-ვაჭრობა, მცირე სასტუმროები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სხვადასხვა ტიპის მომსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინვესტიციები და ძალისხმევა ტურიზმის მიმართულებით გავაძლიეროთ, რათა ეს პოტენციალი ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს,” – აღნიშნა პრემიერმა.

Visited 121 times, 1 visit(s) today