ტურიზმის სფეროში ქართული მხარე საუდის არაბეთთან ითანამშრომლებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პოლოლიკაშვილი საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. კომისიის პრეზიდენტმა, პრინცმა სულთან ბინ სალმან ალ-საუდიმ ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა.
მხარეებმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ქვეყნების ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ზურაბ ალავიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის მხარდაჭერისთვის სულთან ბინ სალმან ალ-საუდის მადლობა გადაუხადა.
არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში მადრიდში გაიმართა. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. იგი ახალ თანამდებობას 2018-2021 წლებში დაიკავებს.

Visited 149 times, 1 visit(s) today