ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა “Georgian Tourism Fair” 2019 გაიმართა

07/05/2019

საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“, 3-5 მაისს ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა “Georgian Tourism Fair” 2019 გაიმართა, სადაც სხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებთან ერთად წარმოდგენილი იყო დუშეთის მუნიციპალიტეტიც. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მისი მიზანი შიდა ტურისტული მიმართულებების და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტურისტული მიმართულებების გაცნობა გახლდათ. ორგანიზატორებისგან დუშეთის მუნიციპალიტეტს სიმბოლური სერთიფიკატი გადაეცა. გამოფენაზე საქართველოს ყველა კუთხე ერთ სივრცეში მოეწყო და დამთვალიერებლებს აგრეთვე საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ ფასდაკლების ფესტივალს, ხოლო გამოფენის პარალელურად, მიმდინარეობდა სადისკუსიო პანელი : MICE (საქმიანი) ტურიზმი საქართველოში – სწრაფი განვითარება.
ტურიზმის გამოფენას თანამშომლებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური და ა(ა)იპ დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი ბაბუა ალუდაური.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0