ტურისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით, „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებებით, ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასთან, ტურისტული საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებასთან, ტურისტული საქმიანობის სუბიექტების სახელმწიფო აღრიცხვასთან, ტურისტული პაკეტის და კომბინირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება. წარმოდგენილი ცვლილებებით ასევე რეგულირდება ტურისტული გიდის საქმიანობა და ტურიზმის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმები და მიდგომები. ​კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

Visited 10 times, 1 visit(s) today