ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები დაურიგდათ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ტყიბულისა და თერჯოლის მაჯორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის აქტიური ჩართულობით, საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლებმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცოვრებ 15 შშმ პირს სტანდარტული ტიპის ეტლები გადასცეს.
ეტლების გადაცემის პროცეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე დაესწრო, რომელმაც ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქველმოქმედებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ეტლების დარიგება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.
საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 27 წელზე მეტია არსებობს. ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, მათ შორისაა შშმ პირთათვის დახმარების აღმოჩენა.

Visited 142 times, 1 visit(s) today