ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

04/02/2017

4 დღიანი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი. მოხერხდა ნამქერში ჩარჩენილი ტარქტორის ირგვლივ არსებული ტერიტორიის გაწმენდაც. ტექნიკა მწყობრშია და აგრძელებს სამუშაოებს. დაიწყო სოფლის შიდა გზების გაწმენდაც. ადგილზე იმყოფებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები: შალვა გაბრიაძე და გიორგი ლომთაძე. 4 დღის მანძილზე, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, 11 კილომეტრიანი მონაკევეთის გაწმენდას ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ დახმარებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ა.(ა.)ი.პ. კომუნალური გაერთიანება აწარმოებდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0