ტყიბულში მოსულმა უხვმა ნალექმა გამსახურდიასა და ტვარჩელის ქუჩები დატბორა

07/07/2016

ტყიბულში მოსულმა უხვმა ნალექმა გამსახურდიასა და ტვარჩელის ქუჩები დატბორა.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური გზა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.სპეციალური ტექნიკით აგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება, სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე იმყოფებიან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლი რობიზონ გვენეტაძე, გამგებლის მოადგილე გიორგი ლომთაძე და გამგებლის წარმომადგენელი ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში კობა გიორგაძე.
გაწმენდით სამუშაოებს კომუნალური სამსახური ინტენსიურად ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0