ტყიბულში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ტყიბულში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ქალაქის ცენტრში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს სანტა კლაუსი ტკბილეულით გაუმასპინძლდა, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე შეუერთდნენ. საღამო მუსიკალური ჯგუფი “არა“-ს კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
საახალწლო ღონისძიებები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, კოვიდ რეგულაციების დაცვით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

Visited 72 times, 1 visit(s) today