ტყიბულში საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

05/06/2017

ტყიბულში, გორგიძის ქუჩაზე #6 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა იწყება. პროექტის ღირებულება 380 000 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა. ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე დაესწრო. პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს სველი წერტილები და სამზარეულო, მეტალოპლასტმასის თეთრი შემინული კარები უსაფთხოებიდან გამომდინარე, საძინებლებში და კაბინეტებში მ.დ.ფ-ის კარები შემინვით, ჭერზე თაბაშირ მუყაოს ფილები თბოიზოლაციით, კიბის საფეხურებზე და ბაქნებზე ხაოიანი კერამიკული ფილები, კაბინეტებში საძინებლებში და საერთო ოთახებში ლამინირებული პარკეტი. შენობის ფასადი მუშავდება და იღებება წყალგაუმტარი საღებავით, სახურავი ერთ ქანობიანია და იხურება ბიტულინის ფენილით, წყალჩამომყვანი ღარებით. ეზო იღობება და ეწყობა დეკორატიული ბეტონის ფილებით, ასევე გაკეთდება ქვიშის სათამაშო მოედანი. პროექტით გათვალისწინებულია ელექტრო მომარაგების სანტექნიკური მოწყობილობების, გათბობის მოწყობაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0