ტყიბულში სახალხო დღესასწაული – “ტყიბულქალაქობა” აღინიშნა

06/11/2016

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული – “ტყიბულქალაქობა-2016″ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიამრთა, რომელსაც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, თერჯოლა-ტყიბულის ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თვმჯდომარე თამაზ კუბლშვილი, ტყიბული თერჯოლის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები დაესწნენ. დღესასწაული დილიდან ახობაძის ქუჩაზე რეაბილიტირებული სკვერის გახსნით დაიწყო, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ, აღსაზრდელთა მონაწილეობით პატარებისათვსი კონცერტი მოაწყო. განახლებულ სკვერში, ასევე დაირგო ხე-მცენარეები. სახალხო ღონისძიება მუნიციპალიტეტის თეატრთან გაგრძელდა, სადაც სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხეელოვნების სკოლის მოსწავლეთა მიერ, შესრულებული კლასისკური მუსიკის ფონზე. სახალხო დღესასწაულში ქალაქთან ერთად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიც აქტიურად ჩერთნენ და ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული ოკრიბა დამახასიათებელი ფოლკლორითა და სამზარეულოთი წარმოადგინეს. მოგვიანებით სპორტის-სასახლეში ყველასთვის საყვარელი ანსამბლის, ,,ივერიის” კონცერტი გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სცენიდან მიესალმა და დღესასწაული მუულოცეს, იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და თერჯილა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ. კონცერტის ფინალურ ეტაპზე, საზეიმო ვითარებაში, ასევე დასახელდნენ ტყიბულის საპატიო მოქალაქეები. მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით წოდება ,,ტყიბულის საპატიო მოქალაქე” მიენიჭათ – ლეო ჯიშიაშვილს, შოთა ჯინჯიხაძეს, უჩა დალაქიშვილს, რამაზ ობოლაძეს, ირაკლი ცირეკიძეს, თამაზ დვალს და ბადრი არაბიძეს. ტყიბულის საპატიო მოქალაქეები მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ დააჯილდოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0