ტყიბულში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

10/03/2017

ტყიბულის მუნიციპლიტეტში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. სკრინინგ გამოკვლევის მნიშვნელობასა და 2017 წლის გეგმაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა გოჩა გიორგიძემ. პრეზენტაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამის მიზანია საქართველოში C პეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება, დაავადების პრვენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. ,,C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის “ საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს დამტკიცდა, შემუშავდა საქართველოში ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია”, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლისათვის დაავადების პრევალენტობის 90%-ით და ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილობის სულ ცოტა 65%-ით შემცირებას. აღნიშნულ პროგრამას 2016 წლიდან დაემატა სკრინინგული კვლევის კომპონენტი,. ამ მიზნით ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა დაიწყო სკრინინგული გამოკვლევები C ჰეპატიტზე . საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ეძლევა უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა, გაიგოს არის თუ არა სავარაუდოდ C ჰეპატიტის ვირუსის მტარებელი და მიიღოს სათანადო კონსულტაცია შემდეგი ქმედებისათვის. გამოკვლევისათვის მსურველებმა უნდა მიმართონა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს. მის: ტყიბული კ.ლომაძის მოედანი #3, გამგეობის შენობა, მე-2 სართული,10-დან -17 სთ-მდე, მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0