ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებზე შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის Global Forest Watch” (GFW) ეროვნული სამეთვალყურეო/მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია, დაგეგმილი და პრიორიტეტული აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს. პროექტის წარმომადგენლებმა „ტყისა და მიწათსარგებლობის ინფორმაციის და გადაწყვეტილების მხარდამჭერი“ (FLUIDS) სისტემის შემუშავების პროცესზე, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა მსჯელობა ტყის მართვის დონის ინვენტარიზაციაზე, ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებსა და UNFCCC / NCD ტყის ნაწილის ვალდებულებების აღსრულებაზე, ასევე განხილულ იქნა ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის სტატუსი. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI), გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 140 times, 1 visit(s) today