უამინდობის გამო, წალკის რაიონის სოფლები გარესამყაროს მოწყდა

09/12/2017

უამინდობის გამო, წალკის რაიონის სოფლები გარესამყაროს მოწყდა. პრობლემები შეექმნა წალკის რაიონის 16-მდე სოფელს.
რაიონში ამ დროისთვის საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. წალკის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, თუმცა, ქარისა და ნამქერის გამო, სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. წალკა-თბილისის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ამ დროისთვის ტექნიკური მარილი იყრება. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, წალკის მერის ინფორმაციით, ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა არ არის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0