უამინდობის მიუხედავად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

17/01/2018

თელავის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 10 იანვარს მომხდარმა ძლიერმა სტიქიამ დააზიანა მრავალსართულიანი ბინების, საჯარო და კერძო დაწესებულებების სახურავები, რომლის საერთო ფართობმაც შეადგინა 5000კვ.მ.–ზე მეტი, ზარალის სავარაუდო ღირებულება კი 370400 ლარია.
უამინდობის მიუხედავად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და დასრულდება უახლოეს დღეებში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად გაცნობებთ სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0