უახლოეს დღეებში შევიკრიბებით და ყველაფერზე ვისაუბრებთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ქართული ოცნება“ სამთავრობო გუნდის ფორმირებაზე მსჯელობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ერთადერთი პრემიერ-მინისტრის პოსტია, რომელზეც კანდიდატურა დღეისთვის ყველასთვის ცნობილია და ეს გიორგი კვირიკაშვილია.
”უახლოეს დღეებში შევიკრიბებით და ყველაფერზე ვისაუბრებთ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნამდვილად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა შეუცვლელი. სხვა დანარჩენი, თუ ვინ იქნება კიდევ მთავრობაში საპარლამენტო სიიდან, ამაზე ვისაუბრებთ გუნდში, როდესაც შევიკრიბებით და კონსულტაციები გვექნება პოლიტიკური საბჭოს ფორმატში. ”, – განაცხადა ბესელიამ.

Visited 144 times, 1 visit(s) today