უკრაინის პირველი ლედი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეწვია

19/07/2017

ოფიცალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკრაინის პირველი ლედი მარინა პოროშენკო ეწვია. პირველ ლედისთან შეხვედრაზე იმ საერთო გამოწვევებსა და გამოცდილებაზე წარიმართა საუბარი, რაც საქართველოსა და უკრაინას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით აკავშირებს. განსაკუთრებული ინტერესი მარინა პოროშენკომ ინკლუზიური განათლების საკითხების მიმართ გამოხატა და დეტალურად გაეცნო სამინისტროს საქმიანობას ამ მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების განვითარება უკრაინაში პირველი ლედის პატრონაჟით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0