აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს ქედაში, ,,აჭარული ღვინის სახლში” უმასპინძლა. ქედაში, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და მარინა პოროშენკოს პატივსაცემად მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძისა და მისი მეუღლის სახელით სადილი გაიმართა. დღესვე, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უკრაინის პრეზიდენტი და დელეგაცია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილეს.
უკრაინის პრეზიდენტი კიევში ბათუმიდან გაემგზავრა
20/07/2017