უკრაინის სრულუფლებიან ელჩს ლესია უკრაინკას მუზეუმთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გააცნეს

08/09/2017

პარლამენტის წევრის ბიუროში, გამოჩენილი უკრაინელი პოეტი ქალის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა შედგა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩ იგორ დოლგოვს მუზეუმთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გააცნეს.
შეხვედრას ესწრებოდა შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი კახა სამხარაძე.
მხარეებმა მუზეუმის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა ადგილზეც შეისწავლეს და რეაბილიტიტაციისთვის ოპტიმალური სამოქმედო გეგმებიც დასახეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0