„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

20/09/2023

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო. სპორტულ შეჯიბრებებში, მაღალი შედეგების მქონე სპორტსმენებს, რომლებიც სპორტული ტურნირის გამო ვერ ახერხებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხონ. აღნიშნული ცვლილება დეპუტატებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გააცნო. მომხსენებლის განმარტებით, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. კანონის მოქმედება ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ მოახერხეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0