უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორი, ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია

14/09/2017

„. პოპულარიზაციას გავუწევ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამაზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ჩემი ცხოვრება სპორტთან და ფეხბურთთან არის დაკავშირებული. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტული, ჯანსაღი ცხოვრება“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. თბილისის მერობის კანდიდატმა სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები, მათ შორის, სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. „ქალაქის ყველა რაიონში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რათა ყველა თაობის ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ივარჯიშოს. ასეთი კომპლექსები დღეს კერძოა და ბევრს არ აქვს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი მუნიციპალური პროექტი,“ – აღნიშნა კახა კალაძემ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0