უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა

17/11/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა.
“მოგეხსენებათ, ჯანსაღი კონკურენცია არის გარემოება, რომელიც განაპირობებს პროგრესს და ხარისხს, შესაბამისად, ამ საკითხების სამეცნიერო კვლევა უაღრესად მნიშვნელოვანია.
მინდა დიდი სიხარულით აღვნიშნო, რომ ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება დაესწრონ ამ კონფერენციას, შეხვდნენ პროფესიონალებს, იმ პირებს, რომელთაც მიჰყავთ ეს დარგები სხვადასხვა ქვეყანაში და მიიღონ უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ იმართება ეს პროცესები ამ ქვეყნებში”, – მიხეილ ჩხენკელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0